ჩვენ შესახებ

icv.ge წარმოადგენს ვებ-გვერდს, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების შესახებ.
icv.ge შეიქმნა 2016 წელს, როგორც მარტივი და ყველასთვის მორგებული დასაქმების ხელშემწყობი პროექტი. ვებ-გვერდი წარმოადგენს ფართომაშტაბიან ინტერნეტ პროექტს, რომელიც ყველაზე ეფექტური და ქმედითი საინფორმაციო რესურსია ადგილობრივ ვირტუალურ ბაზარზე.

ჩვენი მიზანია:
დავეხმაროთ კომპანიებს საუკეთესო სამუშაო პერსონალის შექმნაში მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. დავეხმაროთ მათ ვინც ეძებს სამსახურს საუკეთესო კარიერის შექმნაში.
გავზარდოთ არსებული პერსონალის პროფესიული დონე.
ამოვიცნოთ ახალი თაობის ლიდერები და დავეხმაროთ მათ ლიდერული თვისებების განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას რაც რეალურად შეგვიძლია. გვსურს ჩამოვაყალიბოთ პარტნიორული ურთიერთობა კლიენტებთან. ვაწარმოებთ საქმიანობას პატიოსნად, ვმოქმედებთ ეთიკური ნორმების ფარგლებში და ყოველთვის ვითვალისწინებთ თუ რა არის საუკეთესო ჩვენი პარტნიორისთვის. ყველა კომპანიას ვექცევით ყურადღებით და პატივს ვცემთ მათ ფასეულობებს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ორივეს, პარტნიორი კომპანიისა და კანდიდატის სარგებელი. ვმუშაობთ ეფექტურად და ვცდილობთ გადავლახოთ ყველა სახის წინააღმდეგობა, რათა დავაკმაყოფილოთ კლიენტის დინამიური მოთხოვნები. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რათა არ დავტოვოთ უკმაყოფილო, არც პარტნიორი კომპანია და არც კანდიდატი. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენ საქმიანობაზე და ვახორციელებთ დაკისრებულ ვალდებულებებს განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტში.

ჩვენი მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ საიტის შესაბამისი განყოფილება.

მადლობას გიხდით ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობისათვის და იმედია უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებელთა შორის გიხილავთ.

პატივისცემით ვებ-გვერდის ადმინისტრაცია © LLC GMG CORP