ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტი / მძღოლ-ინსტალატორი ჯორჯიან აირ ლინკი
თარიღები: 2017-07-18 / 2017-07-25 განათლება: საშუალო ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ტელეფონი: N/A
განაკვეთი: სრული საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: B სქესი: N/A
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება ბმული: http://airlink.ge
ენები: ართული / ინგლისური / რუსული ხელფასი: 0-500

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink_ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტის და ასევე მძღოლ-ინსტალატორის პოზიციაზე.

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.


კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. 


ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტი

  • აბონენტების სატელეფონო ზარების მიღება და ტექნიკური მომსახურება;
  • კომპანიის სერვისების  პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტირება და რეაგირება;
  • აბონენტის პრობლემის ან მოთხოვნის შესაბამისად სათანადო განყოფილებასთან ზარის გადართვა / დაკავშირება და საჭიროებისამებრ ტექნიკური დავალების გაფორმება;

მძღოლ-ინსტალატორი

  • ახალი აბონენტის ჩართვა, შესაბამისი, როგორც ოპტიკური ასევე უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია,
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება
  • სასურველია ელ. შედუღების(სვარკის) ცოდნა

ტექნიკური მოთხოვნები:

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • ქსელების ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა,
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • აუცილებელია ავტომობილის მართვის  მოწმობა

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული / არასრული / ღამის მორიგე
  • სასურველია უცხო ენის (რუსული, ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.