დაცვის სპეციალისტი ბათუმში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
თარიღები: 2017-07-24 / 2017-07-31 განათლება: N/A ელ. ფოსტა: vacancy@heidelbergcement.ge
მდებარეობა: ბათუმი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ტელეფონი: N/A
განაკვეთი: სრული საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: უშიშროება/დაცვა ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

შპს  ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი


ძირითადი მოვალეობები: 

  • ბეტონის ქარხნის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ, დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება, რათა უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
  • სიგნალიზაციითა და სათვალთვალო კამერებით მუშაობა;
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
  • განათების საშუალებების, კამერების, ღობის მუდმივად შემოწმება;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • შეასრულოს მენეჯერის სხვა მითითებები კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge  არაუგვიანეს 31 ივლისისა, 2017.