კადრების შერჩევა-დაქირავების სპეციალისტი ნიკორა
თარიღები: 2017-07-26 / 2017-08-02 განათლება: N/A ელ. ფოსტა: e.shengelia@nikora.ge
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: TOP მენეჯმენტი ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კადრების შერჩევა-დაქირავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა; კომპანიის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა; 
** ვაკანსიის ტექსტის მომზადება, კონკურსის გამოცხადება, მიღებული რეზიუმეების გადარჩევა, პოზიციის შესაბამისი შერჩევის ინსტრუმენტების განსაზღვრა;
** სს "ნიკორას" მასშტაბით თანამშრომლების შერჩევის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით;
** რეზიუმეებისა და კანდიდატების ბაზების ადმინისტრირება;
** კომპანიის მიზნისა და სტრატეგიის შესაბამისად მოქმედება (კანდიდატთა რეზერვების შექმნა, ჰედჰანთინგი...)
** აქტიური მონაწილეობა დასაქმების სხვადასხვა პროექტებში და სასწავლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შერჩეული კანდიდატისათვის თანამშრომლობამდე ყველა საჭირო პროცედურის დაგეგმვა და სამუშაო პროცესებში ჩართვის კოორდინირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - შრომა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია; 
** უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ავტონომიურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 15 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: e.shengelia@nikora.ge და ვაკანტური თანამდებობა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.