რეალტორი Realtor.ge
თარიღები: 2017-07-28 / 2017-08-04 განათლება: N/A ელ. ფოსტა: office@makler.ge
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას რეალტორის პოზიციაზე.

"Realtor.ge" წამყვანი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი 13 წელია ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას, რაც უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და, პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. 

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები/საათები: ყოველდღე, კვირა დღის გარდა, 11:00-18:00 სთ
ადგილების რაოდენობა: 5

სამუშაოს მიზანი: 

უძრავ ქონების ოპერაციებით დაინტერესებული პირებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, საერთო მიზნების მიღწევისთვის მუშაობა. 

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების შესახებ კომპანიის ვებ გვერდზე არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა;
** უძრავი ქონებისთვის ფოტოების გადაღება და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსება;
** დაინტერესებული პირებისათვის ბაზაში არსებული შესაბამისი უძრავი ქონების რესურსის დროულად შეთავაზება; 
** დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა ტელეფონის, ელექტრონული ფოსტისა და პირისპირ გასაუბრების გზით;
** მსურველთათვის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება;
** უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის შუამდგომლობის გაწევა;
** დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საქმიანი და პიროვნული ურთიერთობის დამყარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია უძრავი ქონების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები: ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; 

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** მზაობა სიახლეებისა და პროფესიული განვითარებისათვის 

"Realtor.ge" გთავაზობთ:

** ყველაზე აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** პროფესიული განვითარებისა და მაღალი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კეთილგანწყობილ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. 
** ყველაზე შემოსავლიანი პროფესიის სრულყოფილად შესწავლას, ტრეინინგებს, კარიერული განვითარების გზას, რეალტორის ასისტენტიდან - ტოპ რეალტორად 
ანაზღაურება: 

კომპანია გთავაზობთ - 14 წლიან, წარმატებულ ბიზნესში წილს - 20%-დან 40%-მდე.

გასაუბრება ჩატარდება 3 ეტაპად:

** ეტაპი: CV გადარჩევა
** ეტაპი: გასაუბრება
** ეტაპი: ტესტირება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: office@makler.ge 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 247 10 20; 599428844 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.makler.ge