კონსულტანტ-გამყიდველი კენარი
თარიღები: 2017-07-31 / 2017-08-07 განათლება: N/A ელ. ფოსტა: a.gongadze@kenari.ge
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: გაყიდვები ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
ოპტიკური კომპანია "კენარი" დაარსდა 2004 წელს და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან. არის 40-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი. ამჟამად "კენარის" ქსელი მოიცავს 10 ოპტიკურ სალონს. იგი მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ქსელის ყველა ფილიალი ხასიათდება სრულყოფილი მომსახურებით. კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მუდმივად განახლებული კოლექციების სახით მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანის შეთავაზება. 

შპს "კენარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის დაწყება ჩვენს კომპანიაში გულისხმობს ზრდის პერსპექტივას როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული და პოზიციური კუთხით. 

სამუშაო გრაფიკი სრული; 10:30-19:30 . სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლი"-ში "ისთ ფოინთში" და "გლდანი მოლი"-ში არსებული მაღაზიების შემთხვევაში 10:00-19:00 და 13:00-22:00 (მცოცავი გრაფიკი) 

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები.
** სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობა. 
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა. 
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში ან გაყიდვების სამსახურში.
** ასაკობრივი კატეგორია 24-დან 35 წლამდე 

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: a.gongadze@kenari.ge 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 აგვისტო