ბიზნეს ცენტრის აღმრიცხველი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
თარიღები: 2017-08-01 / 2017-08-08 განათლება: N/A ელ. ფოსტა: recruitment@georgianwater.com
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: სხვა ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ცენტრის აღმრიცხველის პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის დადგენილ ვადებში აღრიცხვა;
** გადახდისთვის საჭირო საბუთების დადგენილი ვადებში წარდგენა;
** წყალმზომი კვანძის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
** უნებართვო წყალმომხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** აღურიცხავად წყლის მოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; 
** ახალი მომხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** დავალიანების მქონე მომხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში შესაბამისი რეაგირება;
** უბნებში მომხდარი წყლის ან საკანალიზაციო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება სადისპეჩერო დეპარტამენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკურ ან ეკონომიკურ სფეროში);
** MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
** მოწესრიგებული, ენერგიული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური, განვითარებაზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის, გამართული კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არაუგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსი (18:00 საათი). "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს ცენტრის აღმრიცხველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 5 წლის განმავლობაში.