პროგრამისტი ელიტ ელექტრონიქსი
თარიღები: 2017-08-01 / 2017-08-08 განათლება: N/A ელ. ფოსტა: jobs@ee.ge
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: ადმინისტრაცია ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 27 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: პროგრამისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ხანგრძლივობა: 7 თვე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 6 აგვისტო, 2017 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები: 

** ERP სისტემიდან რეპორტების ამოღება/მომზადება
** ERP სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნების გარჩევა და ტესტირება
** სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტი შესაბამისი სპეციალობით
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL, SSRS)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
** სწრაფი ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.