მზარეული სასტუმრო ლაერტონი
თარიღები: 2017-08-01 / 2017-08-08 განათლება: N/A ელ. ფოსტა: hr@laerton-hotel.com
მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: N/A ტელეფონი: N/A
განაკვეთი: N/A საკ. პირი: N/A ასაკი: N/A
მოგზაურობა/(მივლინებები): N/A მართვის მოწმობა: არა სქესი: N/A
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება ბმული: N/A
ენები: N/A ხელფასი: -N/A
სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" (http://www.laerton-hotel.com), პრემიუმ კლასის ბუტიკ სასტუმრო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობს. იგი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - "სიამოვნებით!"

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" აცხადებს მზარეულის ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაო პირობები: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა. კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ლობი ბარისა და რუმ სერვისის მენიუს კერძების მომზადება დადგენილი კალკულაციების მიხედვით;
** სამზარეულოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პროფესიული მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პერსონალური მოთხოვნები:

** დროის ეფექტური მენეჯმენტის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული;
** ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@laerton-hotel.com და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!