გუნდის წევრი
KFC · მცხეთა, ნატახტარი
KFC აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული)ლოკაცია: ნატახტარში
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 20 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პირობები!
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება 1200 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი);ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში
ბენეფიტები:დაზღვევა;საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;კვებაზე ფასდაკლება;ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ საშუალო განათლება;ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.
ფუნქცია/მოვალეობები:
მზარეული:კერძების მომზადება;სტანდარტების დაცვა;სისუფთავის დაცვა რესტორანში.
მოლარე:სტუმრების მომსახურება;ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;სტანდარტების დაცვა;სისუფთავის დაცვა რესტორანში
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV შემდეგ მეილზე: Kfcnatakhtari@ifc.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს!
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „იბერია ფუდ კომპანის“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.თქვენ გაქვთ უფლება:მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: hr.office@ifc.ge, ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (თბილისი, ჭავჭავაძის 29 )