← ყველა ვაკანსია

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

ისეკო

სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ისეკო", რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა; ** დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება; ** წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა; ** სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი; ** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა; ** საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა. მოთხოვნები: ** საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს; ** სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას; ** გუნდურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; ** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე, ** მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი. ** ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები). პიროვნული მახასიათებლები: ** შრომისმოყვარე; ** პასუხისმგებლობიანი; ** ენერგიული; ** პუნქტუალური; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** ახალი ცოდნის ათვისების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 511 52 88 44 ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@iseko.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "საწარმოო დანადგარის ოპერატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →