გაყიდვების ანალიტიკოსი
მზიური · თბილისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფეტურობის შეფასება, ანალიტიკა;დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;კონკურენტების ფასების ანალიზი;ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;სასურველია 1 С ოპერაციული სისტემის გამოცდილება.ინგლისური (აუცილებელი) - რუსული(სასურველი)
სხვა უნარები:
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;ანაზღაურება 1500 - დან გამოცდილების შესაბამისად.მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N 113დ.ჯანმრთელობის დაზღვევა.FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების - ანალიტიკოსი“
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;მონაცემთა გადატანის უფლება;ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;თანხმობის გამოხმობის უფლება;გასაჩივრების უფლება’შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."