← ყველა ვაკანსია

მიღება-განთავსების აგენტი

სასტუმრო Hilton Batumi · ბათუმი

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე. ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. უნარები: ** სტუმართმოყვარეობა; ** თავაზიანობა; ** ინგლისური და ქართული ენების გამართულ დონეზე ცოდნა, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოქნილობა; ** PMS პროგრამა "Opera"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი; ** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება; ** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** წახალისებებსა და ჯილდოებს; ** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას; ** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან; ** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში; ** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში. დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →