დიასახლისი
სასტუმრო Hilton Batumi · ბათუმი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება Hilton-ისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
** საწოლების მოწესრიგება და თეთრეულის გამოცვლა დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
** აბაზანისა და სანიტარული კვანძების დასუფთავება და დეზინფექცია.
** ნომრებში სტუმრისთვის განკუთვნილი მარაგების (amenities) შევსება.
** აღმოჩენილი ტექნიკური დაზიანებებისა და გაუმართაობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა.
** სამუშაო აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
** სტუმრის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
** დადგენილი ჰიგიენის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულება.
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიზუსტე და აკურატულობა
** პატიოსნება და კეთილსინდისიერება
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია
** სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურა
** პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი პირისთვის გადაცემის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: BUSBT_Batumi_Career@hilton.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.