ბიუჯეტირების სპეციალისტი
ართვინ ჯორჯია
სამშენებლო კომპანია "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** ტექნიკური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის დამუშავება/შედგენა და შემდგომი მონიტორინგის უზრუნველყოფა (Variance Analysis)
** ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი ყოველთვიურად და სამშენებლო პროექტების დასრულების დროს
** ყოველკვარტლური და ყოველწლიური ანალიტიკური რეპორტების წარმოება, ანალიზი და ტოპ-მენეჯმენტისთვის პრეზენტირება
** საშემსრულებლო დოკუმენტების მიხედვით (ფორმა N 2), გაწერილი ბიუჯეტის გადახრების ანალიზი
** ხარჯების ოპტიმიზაცია ფინანსურ მენეჯერთან ერთად
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ფინანსური მენეჯერის გადაწყვეტილებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში
** მშენებლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე
** სასურველია საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით ბენეფიტს
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Gvantsa.Jagmaidze@artwin.ge და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.