← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ართვინ ჯორჯია

სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი ** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად ** სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი ** პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი ** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი (ფინანსურ სამსახურთან ერთად) ** იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა ** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა ** ბუღალტრული რეპორტების წარმოება ** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსების სფეროში . ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ** საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება. ** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ხელფასი: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად) ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25) დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gvantsa.jagmaidze@artwin.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →