← ყველა ვაკანსია

ნედლეულის მიმღები - საწარმო

G&A Group

"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის მიმღების (საწარმო) თანამდებობაზე. "G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. "G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ფუნქცია-მოვალეობა: ** საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება; ** მიღებული ნედლეულის ვიზუალური კონტროლი; ** ნედლეულის მიღების პროცესში კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა; ** საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა; ** მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა; ** წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა; ** მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება. ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office). უნარები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ერთჯერად კვებას; ** დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: ნედლეულის მიმღები (საწარმო) გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. "G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

განაცხადის გაგზავნა →