← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

ჯიბე cash & carry · ზესტაფონი

კომპანია ჯიბე Cash & Carry, ზესტაფონის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს. სამუშაო ადგილი: ქ. ზესტაფონი, ჭანტურიას #42. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-17:00 ანაზღაურება - 1700 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში I თვე-1500, II თვე-1600, მესამე თვიდან-1700) საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); ** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; ** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე; ** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება; ** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა") ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 557 30 61 69 (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00) ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/ThStGptb


განაცხადის გაგზავნა →