← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

რედბერი · ბათუმი

"REDBERRY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში. პოზიციის შესახებ: მაღაზიაში მომხმარებელს ხვდები, ეხმარები არჩევანში და ზრუნავ, რომ კმაყოფილი გავიდეს. გამოცდილება აუცილებელი არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. კვირაში 6 დღე მუშაობ და 1 დღე ისვენებ, ცვლები როტაციულია. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე. გრაფიკი: ** კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა. ** ცვლები როტაციულია: 5 დღე 6-საათიანი ცვლაა, 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე, 1 დღე კი 12-საათიანი. ** მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის. სამუშაო ადგილი: ბათუმი, გრანდ მოლი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 29 მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/t57r/jg/wa რას გთავაზობთ: ** ყველაფერს ადგილზე გასწავლით ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება ** ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე ** ძირითადად 6-საათიანი ცვლები რას გააკეთებ: ** მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე ** მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ ** იმუშავებ სალაროსთან ** იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს ჩვენი მოლოდინი: ** 18 წელი და მეტი ** ქართული თავისუფლად, ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა ** საქართველოში მუშაობის უფლება ჩვენს შესახებ: wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao. როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია: რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია. მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/t57r/jg/wa ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/t57r/jg პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

განაცხადის გაგზავნა →