← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

რედბერი

"Redberry" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. პოზიციის შესახებ: სამკაულების მაღაზიაში იმუშავებ მომხმარებელთან, თბილისის ერთ-ერთ ფილიალში. გამოცდილება არ გჭირდება, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. გრაფიკი ცვლებშია: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე. გრაფიკი: ** კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა. ** დღეების უმეტესობა 6-საათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე 12-საათიანია და ცვლები როტაციულია. ** მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის. სამუშაო ადგილი: აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37 ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის გამზ. 60ბ გალერია თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4 სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2 თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ თბილისი მოლი 2, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa რას გთავაზობთ: ** ყველაფერს ადგილზე გასწავლით ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება ** ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე ** ძირითადად 6-საათიანი ცვლები რას გააკეთებ: ** დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში ** მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე ** მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ ** იმუშავებ სალაროსთან ** იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს ჩვენი მოლოდინი: ** 18 წელი და მეტი ** ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა) ** საქართველოში მუშაობის უფლება ჩვენს შესახებ: wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao. როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია: რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია. მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად, ერთ საათში.

განაცხადის გაგზავნა →