← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

სასტუმრო ოპუს ბათუმი · ბათუმი

ჩვენს შესახებ: "Opus Batumi" არის პრემიუმ კლასის 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ რეზიდენციულ კომფორტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი სტანდარტის მომსახურება, სადაც თითოეული სტუმარი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; ** ჯავშნების მართვა და მონიტორინგი PMS სისტემაში; ** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესახებ; ** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** სტუმრების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მათი მაქსიმალური კმაყოფილებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში (სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე); ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა და პუნქტუალურობა; ** სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** დეტალების მიმართ ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: om@opusbatumi.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი.

განაცხადის გაგზავნა →