← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

CargoHub

"CargoHub" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59; ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება) ** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი; ** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off; ** კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება; ** ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება; ** მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი; ** პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა; ** ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები; ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail); ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@cargohub.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →