← ყველა ვაკანსია

ედვერთაიზერი

მედ-დიაგნოსტიკა

სამედიცინო კომპანია შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული; ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით; ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) მართვა; ** სოციალური მედიისთვის კონტენტ-გეგმის შემუშავება და განხორციელება; ** პოსტების, Stories-ისა და Reels-ის მომზადება და განთავსება; ** კლინიკის მომსახურებების, ექიმებისა და სიახლეების სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა; ** Facebook/Instagram რეკლამების შექმნა და მართვა; ** სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი; ** სოციალური ქსელებიდან მიღებული შეტყობინებებისა და კომენტარების მონიტორინგი; ** კლინიკის ონლაინ ცნობადობისა და პაციენტების მოზიდვაზე ზრუნვა; ** ფოტო/ვიდეო კონტენტის მომზადების პროცესის ორგანიზება; ** სოციალური მედიის აქტივობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით გამოცდილება; ** Facebook და Instagram-ის მართვისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა; ** კონტენტის შექმნისა და სოციალური ქსელებისთვის მომზადების უნარი; ** ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნის ან ორგანიზების გამოცდილება; ** კრეატიული აზროვნება და თანამედროვე ტრენდების ცოდნა; ** გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და შედეგების ანალიზის უნარი; ** სასურველია სამედიცინო სფეროში ან მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური/რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუს სისტემას; ** თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

განაცხადის გაგზავნა →