← ყველა ვაკანსია

ტექნიკოს-ინჟინერი

ტექნოლაინი

შპს "სერვის ცენტრი ტექნოლაინი" მობილური ტელეფონების და ციფრული ტექნიკის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინჟინრის პოზიციაზე. (სპეციალიზაცია: მცირე ელექტროტექნიკა და ელექტროტრანსპორტი (სკუტერი)) ძირითადი მოვალეობები: ** მცირე ელექტროტექნიკისა და ელექტროტრანსპორტის დიაგნოსტიკა, დაზიანების მიზეზის დადგენა და შეკეთება; ** ელექტრული და მექანიკური კვანძების/ნაწილების შეცვლა, აღდგენა და რეგულირება; ** შეკეთებული ტექნიკის ტესტირება და ხარისხის შემოწმება ჩაბარებამდე; ** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება; ** კომპანიაში დადგენილი მომსახურებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა; ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრობისა და მექანიკური პრინციპების კარგი ცოდნა; ** შესაბამის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება: ** გამომუშავებით (გარანტირებული მინიმუმი 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით); ** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@technoline.ge მეილის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რაზეც აგზავნით განაცხადს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული მის: თბილისი, სულხან ცინცაძის 58 ტელ: 0322 30 40 80

განაცხადის გაგზავნა →