← ყველა ვაკანსია

მოლარე

სტანდარტი +

კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფულის მიღება ნაღდი ფულის სახითა და ტერმინალით, გაცემა და პროგრამულად ასახვა; ** სალაროს ნაშთის კონტროლი; ** ფულის უსაფრთხოდ შენახვა; მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** პუნქტუალურობა. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურებადი სტაჟირება 1 თვე (ხელზე ასაღები): 1000 ლარი; ** ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): - 1500 ლარი; ** მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #24ა; ** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ - 18:00 სთ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →