ბუღალტერი
საინჟინრო ჯგუფი და ხარისხი საქართველოში
შპს "საინჟინრო ჯგუფი და ხარისხი საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
** ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
** საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა;
** ფინანსური ანგარიშებისა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** RS.ge-სა და თანამედროვე საბუღალტრო/ERP პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა;
** დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად და ზუსტად დამუშავების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებში სწრაფად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
აუცილებელი პირობა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, თავისუფლად ფლობდეს თანამედროვე საბუღალტრო პროგრამებს და გამოირჩეოდეს მუშაობის სისწრაფითა და სიზუსტით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: Tbilisi.lab1@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ვაკანსია".
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე: +995 555 402830.