← ყველა ვაკანსია

უმცროსი ბუღალტერი

სინტაქსი

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30. დამატებითი სარგებელი: ** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება; ** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დეპარტამენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება (თვის განმავლობაში და თვის ბოლოს); ** ფინანსურ რეპორტის აწყობაში მონაწილეობის მიღება - უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით; ** კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა; ** დებიტორ და კრედიტორების ყოველთვიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება/კონტრაგენტებთან შედარების განხორციელება; ** დებიტორ კრედიტორების დავალიანების გადაფასების კონტროლი პროგრამულად ყოველთვიურად (დოლარში არსებული დავალიანებების გადაფასება ლარში); ** ძირითადი საშუალებების კონტროლი (კომპანიების მიხედვით); ** პირველადი დოკუმენტების მომზადება - ა/ფ, ზედნადებები და ა.შ; ** კომპანიის შიდა აქტების მომზადება; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "Balance"-ის ცოდნა; ** Excel - ძალიან კარგი; ** ინგლისური ენა - B2 დონე; ** გუნდთან მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →