← ყველა ვაკანსია

სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი

ნათს ინქორფორეითიდ · აბაშა

შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას. სამუშაო ადგილი: აბაშა, სეფიეთი. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-18:00 (მოიცავს 1-საათიან შესვენებას). ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1350 ლარი. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** კომპანიის საწყობებში შემოსული მარაგების ასახვა სასაწყობე პროგრამაში (მიღება, გაცემა, გადაადგილება, ჩამოწერა); ** ნომენკლატურის კოდირება, პროგრამაში მოწესრიგება; ** მარაგების მოძრაობის სისტემის გამართვა; ** ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ; ** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები: ** აუცილებელია პროგრამა 1C:საწარმო-ს ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული. გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@nutsinc.ge 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი.

განაცხადის გაგზავნა →