ექიმი-პედიატრი
ვაკის საცურაო აუზი
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზია. ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.
ვაკანსიის დასახელება: საჭყუმპალაოში ექიმი-პედიატრი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (დღეში 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: 850 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საჭყუმპალაო (საბავშვო აუზი)
** ფორმა 100-ის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა დადგენილი წესის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური;
** კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული.
თანამშრომლებს ვთავაზობთ:
** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
** აუზით უფასოდ სარგებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) და სერტიფიკატის ასლი მეილზე: hr@vsp.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 597 810011.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.