← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

სანტა ესპერანსა

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში სამუშაოს ანაზღაურება: 700 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში და მოძიებაში; ** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება; ** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა; ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნები: წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა პიროვნული თვისებები: ** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი; ** პუნქტუალობა; ** მკითხველი; ** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი; ** მოსმენის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის! გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →