← ყველა ვაკანსია

სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

"SMG - Safety Management Group" 2019 წლიდან წარმატებით საქმიანობს შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს HACCP-ის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, შრომის უსაფრთხოების სისტემების მართვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ტრენინგებსა და პროფესიულ კონსულტაციებს. დღეს SMG 500-მდე პარტნიორი ორგანიზაციის ნდობით სარგებლობს და წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში. https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr https://smgroup.ge/ ჩვენ ვეძებთ სურსათის უვნებლობის მთავარ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციების სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) ანაზღაურება: 2000+ ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სისტემების (HACCP) დანერგვისა და მართვის პროცესებში მონაწილეობა; ** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი; ** სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, განახლება და წარმოება; ** ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება, შეფასებებისა და შიდა აუდიტების ჩატარება; ** შეუსაბამობების გამოვლენა, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ** პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; ** სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი; ** პარტნიორი კომპანიებისთვის პროფესიული მხარდაჭერისა და კონსულტაციების გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიების, კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიის, აგრონომიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის, აუდიტის ან საკონსულტაციო მიმართულებით; ** HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა; ** აუდიტისა და ინსპექტირების პროცესების საბაზისო ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** პროფესიული განვითარებისა და სწავლის სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას; ** მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და სწავლების შესაძლებლობას; ** მეგობრულ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მოტივაციის სისტემას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი". რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის" მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე info@smgroup.ge. სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.

განაცხადის გაგზავნა →