← ყველა ვაკანსია

ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი

ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი? ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს. რას გთავაზობთ ჩვენ: ** სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს ** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას ** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს ** ორჯერად კვებას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ღირსეულ სამუშაო პირობებს ** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს ** უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე ** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას რას ველით შენგან: ** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას ** სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას ** სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას ** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას ** საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას ** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ სამუშაო საათები: 12 საათიანი ცვლები, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე (კვირაში 5 დღე). ველოდებით თქვენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!

განაცხადის გაგზავნა →