ცხელების მზარეული
ავსტრიული ლუდსახარში
რესტორანი "ავსტრიული ლუდსახარში" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ცხელების მზარეული.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის მენიუთი გათვალისწინებული კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის სწორად დამუშავება, შენახვა და გამოყენება ჰიგიენური ნორმების დაცვით;
** გუნდთან ერთად კოლეგიური, ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა;
** უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა.
რესტორანი გთავაზობთ კვებას და საღამოს ტრანსპორტირებას.
სამუშაო ადგილია: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 256
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და საკონტაქტო ნომერი გამოგვიგვზანოთ ელ. ფოსტის ან Facebook-ის საშუალებით:
austrianbrewery@gmail.com
https://www.facebook.com/AustrianBrewery
რეზიუმით დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ თავად დაგიკავშირებით და მოგაწვდით სამუშაოსთან დაკავშირებულ ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას (სამუშაო ცვლები, ანაზღაურების პირობები და ა.შ.).