← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

სასტუმრო Hilton Batumi · ბათუმი

სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას. დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციის აღრიცხვა, კონტროლი და მონიტორინგი სასტუმროს პროცედურების შესაბამისად. ** ყოველდღიური ნაღდი ფულის შემოსავლების გადამოწმება ფისკალურ სისტემაში ასახულ მონაცემებთან და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილ ინფორმაციასთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული კორექტირება. ** საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური დამუშავება და ბანკის ბანკის ამონაწერებთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული რეაგირება. ** საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანებების (Credit Card Receivables) მართვა და ნაშთების მონიტორინგი. ** ნაღდი ფულისა და საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების მომზადება და სისტემაში ასახვა. ** სალაროს, ბანკის, საკრედიტო ბარათების და სხვა შესაბამისი ბალანსის ანგარიშების სისწორის უზრუნველყოფა, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და დოკუმენტური დასაბუთების უზრუნველყოფა. ** თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერის გაწევა. ** შიდა და გარე აუდიტის პროცესებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის, სამუშაო ფაილებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება. ** სასტუმროს ფინანსური პოლიტიკების, შიდა კონტროლის პროცედურებისა და ადგილობრივი საგადასახადო მოთხოვნების დაცვა. ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ყოველთვიური დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისთვის საჭირო ანგარიშების, ანალიზებისა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარირების პროცესში შესაბამისი მონაცემების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა. ** საქსტატის მოთხოვნების შესაბამისად კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება, მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და დადგენილ ვადებში წარდგენა. ** ფინანსური დეპარტამენტის ყველა ძირითადი პროცესისა და ტრანზაქციის საფუძვლიანი ცოდნა; შემოსავლების აუდიტის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ჩანაცვლება მათი არყოფნის პერიოდში. ** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით. ** საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული ცოდნა. ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური რეგულაციების ცოდნა. ** Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა ** ფინანსურ/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში. ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი. ბუღალტრის ან მსგავს ფინანსურ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი; ** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** წახალისებებსა და ჯილდოებს; ** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას; ** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან; ** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში; ** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →