უძრავი ქონების აგენტი / გაყიდვების კონსულტანტი
აურა ჰოუმს · თბილისი
Aura Homes აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3
ანაზღაურება: 1,000 – 10,000+ ₾, შედეგების შესაბამისად
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
ძირითადი მოვალეობები
უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება;კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება;მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან;უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება;კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე;შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
ვის ვეძებთ
კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს;გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს;ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა;გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით;ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობს Aura Homes
სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად;პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა;თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს;კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს;ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად;მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს;კარიერული განვითარების შესაძლებლობას;შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად.
Aura Homes-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: info@aurahomes.ge
CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: „უძრავი ქონების აგენტი“