დამლაგებელი
ექსპრეს კაპიტალი + · თბილისი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: დამლაგებელი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი
ანაზღაურება: 300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
ოფისის დასუფთავება და დღის მანძილზე სისუფთავის შენარჩუნება/კონტროლი;
უნარები:
სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;კეთილსინდისიერება;შრომისმოყვარეობა;ორგანიზებულობა;პუნქტუალურობა.
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე express.capital.plus@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დამლაგებელი) წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებებს!