გაყიდვების მენეჯერი
Carland Import
ვინ ვართ ჩვენ
Carland — ავტოიმპორტიორი კომპანია, რომელიც 2022 წლიდან უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში.
კომპანია დაფუძნებულია მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ.
რატომ უნდა შემოგვიერთდე
ჩვენთან შენ გექნება შესაძლებლობა:
იმუშაო პროფესიონალ გუნდში, სადაც შენი გამოცდილება და მონდომება პირდაპირ აისახება შემოსავალზე;
მიიღო კონკურენტული ანაზღაურება თითო გაყიდვაზე;
გამოიყენო შენი ცოდნა და განვითარდე ლიდერის პოზიციისკენ;
იმუშაო კომფორტულ და მეგობრულ გარემოში.
ანაზღაურება:ანაზღაურება გამომუშავებით თითო გაყიდვიდან 150$ ექვივალენტი ლარში საშუალო ანაზღაურება 1500₾-5000₾.
სხვა მოთხოვნები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
საავტომობილო სფეროში გამოცდილება (სავალდებულოა);
გაყიდვების სფეროში გამოცდილება (სავალდებულოა.)
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის შერჩევა ამერიკის ავტოაუქციონებზე;
მომხმარებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია და კომპანიის მომსახურებების სრულყოფილი პრეზენტაცია;
შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება.
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებულობა;
მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
პრობლემური სიტუაციების მართვა;
გუნდური მუშაობის უნარი;
შრომისმოყვარეობა;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.