← ყველა ვაკანსია

საწყობის უფროსი

კოლხი ჯგუფი

"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე (2 ვაკანსია). მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00 ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიმდინარე პროცესების წარმართვა და სრული კონტროლი ** პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის კონტროლი/აღრიცხვა ** საწყობიდან ტვირთვის გაცემისას შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე ზედდებულის გააქტიურება (აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს მატერიალურ პასუხისმგებლობას) ** საწყობის პროგრამის შესწავლა და მისი წარმოება ** საწყობში არსებული ნივთების უსაფრთხოდ დასაწყობების უზრუნველყოფა ** საწყობის აღწერა 2 თვეში ერთხელ ** საწყობის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა ** არსებული და ახალი ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა, მისი არსებული რაოდენობებით ** პროდუქციის მიღება-გაცემისას ფიზიკურად დახმარების გაწევა ** მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების განვითარება, ზედამხედველობა და კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით). ** საწყობის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ** გუნდის/პერსონალის მართვის გამოცდილება. ** საწყობის აღრიცხვის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგ. 1C საწყობი, Apex, Fina ან სხვა ERP სისტემები). ** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის, სამუშაო დონეზე ფლობა. ** სამშენებლო მასალების სპეციფიკის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების ცოდნა. ** სასაქონლო ზედნადებებთან, მიღება-ჩაბარების აქტებთან და საინვენტარიზაციო დოკუმენტებთან მუშაობის წესების ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საწყობის უფროსი.

განაცხადის გაგზავნა →