← ყველა ვაკანსია

შოურუმის კონსულტანტი

კოლხი ჯგუფი

"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე (2 ვაკანსია). მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი - 11:00-19:00 ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმის ვიზიტორების დახვედრა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ ** პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების დეტალური წარდგენა ** მომხმარებლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება ** შეკვეთების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება ** შოურუმში პროდუქციის განლაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა ** მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია ** გაყიდვების და შიდა აქტივობების მხარდაჭერა შოურუმის მენეჯერთან ერთად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება ** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი ** სამშენებლო მასალების ან ინტერიერის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები - უპირატესობა) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი.

განაცხადის გაგზავნა →