← ყველა ვაკანსია

ექიმი-ლაბორანტი

მედლაბ 2024

შპს "მედლაბ 2024"-ი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლაბორატორიული სერვისების მიწოდება, აცხადებს ვაკანსიას ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება; ** კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება; ** ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება; ** ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა; ** საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია; ** ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა; ** ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; ** ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; ** ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-14:00 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@medlab.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →