← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი - შეფუთვა/შეკვეთები

ტრენდმარტი

"ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (შეფუთვა/შეკვეთები) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ანაზღაურება: 1300 ლარი + საბონუსე სისტემა ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 40-საათიანი სამუშაო კვირა სამუშაო მოიცავს მსუბუქი და მცირე ზომის ამანათების დამუშავებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება, შემოწმება და დასტიკერება; ** შეკვეთების შეგროვება და შეფუთვა; ** პროდუქციის განთავსება საწყობში; ** ამანათების მომზადება და გადაცემა სადისტრიბუციო მანქანებისთვის; ** საწყობის წესრიგის დაცვა; ** თვეში ერთხელ ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა. ვის ვეძებთ: ** პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე ადამიანს; ** დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს; ** ორგანიზებულ და ყურადღებიან თანამშრომელს; ** გუნდურად მუშაობის უნარის მქონე ადამიანს; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან სამსახურს; ** დროულ ანაზღაურებას; ** საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნე შენი CV მისამართზე info@bigmart.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "საწყობის თანამშრომელი". ან შეავსეთ მოკლე ფორმა https://tally.so/r/gDzDRl გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →