← ყველა ვაკანსია

ბარისტა-კონსულტანტი

Sisauri Grinders

"სისაური გრაინდერსი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლობიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი! ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის. რას გააკეთებ? ** იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად; ** მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად; ** მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად; ** დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში. ვის ვეძებთ? ** პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს; ** პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს; ** გუნდური მუშაობის მოყვარულს; ** ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა. გამოცდილება არ არის აუცილებელი - ჩვენ გასწავლით ყველაფერს! ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების. რას გთავაზობთ? ** ანაზღაურებადი სტაჟირება - 650 ლარი; ** ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება - 900 ლარი; ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი; ** პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა; ** FitPass-ის პროგრამა; ** სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან; ** გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები; ** მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 901398 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: infosisauri@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →