← ყველა ვაკანსია

მძღოლ-ექსპედიტორი

იზი ბითუბი

კომპანია "იზი ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება; ** ქსელური სავაჭრო ობიექტების მომარაგება; ** პროდუქციის მითვლა-დატვირთვა-დაცლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სადისტრიბუციო ავტომობილის (3.5 ტონიანი)მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გულწრფელობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ანაზღაურება ** ფიქსირებული + ბონუსი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "იზი ბითუბი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →