მიკროავტობუსის მძღოლი
პირველი ნაბიჯი საქართველო
ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" დღის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (D კატეგორია).
** პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასაუბრების ეტაპზე მოუწევს ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობების წარმოდგენა.
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით დილის 10 საათზე ბენეფიციართა ცენტრში მოყვანა და 16 საათზე ბენეფიციართა ცენტრიდან წაყვანა (ტრანსპორტში იმყოფება მორიგე მშობელიც).
** გასვლითი გაკვეთილებისა და ექსკურსიების დროს ბენეფიციართა და მასწავლებელთა ტრანსპორტირება წინასწარ შედგენილი მარშრუტით.
** კვირაში ორჯერ შეკვეთილი სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთი ობიექტიდან ცენტრში მოტანა.
** ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის შეძენისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის დროს ტრანსპორტით მომსახურება (იშვიათად).
** პედაგოგების დახმარება ბენეფიციართა ტრანსპორტში აყვანა-ჩამოყვანის დროს.
** მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და გამართულობის მეთვალყურეობა.
** საჭიროების შემთხვევაში ცენტრის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება მანქანის გაუმართაობის შესახებ.
სამუშაო დატვირთვა: სამუშაო დღეები (შაბათ-კვირის გარდა). დასვენება ოფიციალური დასვენების დღეებსა და აგვისტოს თვეში.
ანაზღაურება ხელზე ასაღები 1300 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com 8 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია სათაურის განყოფილებაში.