← ყველა ვაკანსია

სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

Beta Plus Fertility

კლინიკა "Beta Plus Fertility" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.betaplusfertility.com/ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით; ** საერთაშორისო სტანდარტებისა და აკრედიტაციის (ISO, JCI და სხვ.) პროცესებში აქტიური მონაწილეობა და კოორდინაცია; ** სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა და პაციენტის უსაფრთხოების კონტროლი; კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი, შეფასება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება; ** სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება; ** დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა; ** სამედიცინო დოკუმენტაციასა და შენახულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა; ** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა ** სხვადასხვა დავალების შესრულება სამედიცინო დირექტორისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO, JCI, ეროვნული პროტოკოლები) ცოდნა; ** დოკუმენტაციის წარმოებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00) ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@betaplusnetwork.com https://betaplus.selfrecruit.ge/s/FbTRH

განაცხადის გაგზავნა →