← ყველა ვაკანსია

დამლაგებელი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

"თბილისის ზოოლოგიური პარკის" ეზოს ტუალეტების დამლაგებლის სამუშაო აღწერა: ზოგადი დებულებები: ** პოზიციის დასახელება: ტუალეტების (და მიმდებარე ტერიტორიის) დამლაგებელი ** დაქვემდებარება: სამეურნეო განყოფილების მენეჯერი. ** სამუშაო ადგილი: ზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ** ხელფასი: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** მიმდინარე დასუფთავება: იატაკის, ნიჟარების, უნიტაზებისა და სარკეების მუდმივი წმენდა და დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით. ** ჰიგიენური საშუალებების კონტროლი: თხევადი საპნის, ტუალეტის ქაღალდისა და ხელსახოცების მარაგის უწყვეტი შევსება. ** ნარჩენების გატანა: სანაგვე ურნების ხშირი დაცლა, პარკების გამოცვლა და ნარჩენების სპეციალურ კონტეინერში გადაყრა. ** სუნის კონტროლი: სივრცის რეგულარული განიავება და ჰაერის არომატიზატორების გამოყენება. ** ტექნიკური მონიტორინგი: წყლის გაჟონვის, გაჭედვის ან დაზიანებული ინვენტარის (ონკანი, საკეტი) აღმოჩენისას სამეურნეო სამსახურის სასწრაფო ინფორმირება. ** ტუალეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. სპეციფიკური მოთხოვნები და უსაფრთხოება: ** ქიმიური უსაფრთხოება: სადეზინფექციო და ქლორშემცველ ნივთიერებებთან მუშაობის წესების მკაცრი დაცვა. ** ეკიპირება: დამცავი ხელთათმანებისა და საჭიროების შემთხვევაში პირბადის გამოყენება. ** ვიზიტორებთან კომუნიკაცია: თავაზიანი მოპყრობა, განსაკუთრებით ბავშვებთან და შშმ პირებთან, რომლებიც სარგებლობენ ადაპტირებული კაბინებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (ხალხმრავალ ობიექტებში) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** თვისებები: სისუფთავის სიყვარული, პასუხისმგებლობა, ენერგიულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: marina.kurtanidze@yahoo.com.

განაცხადის გაგზავნა →