← ყველა ვაკანსია

ცხოველთა განყოფილების მომვლელი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

"თბილისის ზოოლოგიური პარკის" ცხოველთა განყოფილების მომვლელი. სამუშაო დრო და ანგარიშვალდებულება: ** ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე. შესვენება დღის პირველი საათიდან დღის ორ საათამდე. ** ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე (განყოფილების უფროსთან შეთანხმებით). ** ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შეიცვალოს. ** ცხოველების მომვლელი ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე. ხელფასი: 1280 ლარი ვალდებულებები: ** მომვლელი ყოველდღიურად სამუშაო საათების დაწყებისა და დამთავრებისთანავე ამოწმებს ვოლიერების მდგომარეობას. ** მომვლელი ვოლიერის დაზიანების ან სხვა რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს. ** მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმების საფუძველზე, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაზიანებას საკუთარი ძალებით აღმოფხვრის. ** მომვლელი დღის განმავლობაში მონიტორინგს უწევს ცხოველებს, აფასებს მათ ზოგად მდგომარეობას. აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს და ვეტერინარულ სამსახურს. ** მომვლელი უწევს ყოველმხრივ დახმარებას ვეტერინარულ სამსახურს სხვადასხვა ვეტერინარული მანიპულაციების (ცხოველის იმობილიზაციისთვის მომზადება, ცხოველის იმობილიზაცია, დაძინებული ცხოველის გადაყვანა, ევთანაზია, გამოწუნება, ქირურგიული ჩარევა, პოსტოპერაციული პერიოდი და სხვა) ჩატარებისას. ** მომვლელი დღის ბოლოს ამოწმებს სარწყულებლებს, აუზებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის/ამატებს წყალს. ** მომვლელი კვებავს ცხოველს დადგენილი გრაფიკით, რაციონის მიხედვით, კვებითი ენრიჩმენტის გამოყენებით (იმ ცხოველებში, სადაც ენრიჩმენტი ხორციელდება). ** მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, ატარებს სხვა სახის ენრიჩმენტებსაც. ** მომვლელი, განყოფილების უფროსის დავალებით, სეზონურად აწყობს ბუდეებსა და ბუნაგებს. ** მომვლელი ყოველდღიურად ალაგებს/ასუფთავებს: ** ვოლიერებს, შუშის ბარიერებს, ღობეებს, ბადეებს, კედლებს, იატაკს; ** ვოლიერსა და გარე დამცავ ბარიერს შორის არსებულ სივრცეს; ** ვოლიერებში არსებულ საკვებურებსა და სარწყულებლებს, წყლის რეზერვუარებს, აუზებს. ** კატეგორიულად იკრძალება ცხოველზე ნებისმიერი სახის ძალადობა (უხეში მოპყრობა, ყვირილი, ცემა და სხვა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ტრავმირება, ფსიქოლოგიური შოკი, გაღიზიანება, აგრესია. ** ცხოველთა მომვლელი შვებულების დროს ტოვებს შემცვლელს, რომელიც დროებით ითავსებს მის ფუნქციებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: marina.kurtanidze@yahoo.com.

განაცხადის გაგზავნა →