← ყველა ვაკანსია

მებაღე

თბილისის ზოოლოგიური პარკი

"თბილისის ზოოლოგიური პარკის" მებაღის სამუშაო აღწერა: სამუშაო დრო და ანგარიშვალდებულება: ** დაქვემდებარება: მებაღე პირდაპირ ანგარიშვალდებულია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის წინაშე. ** სამუშაო გრაფიკი: განისაზღვრება ზოოპარკის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე, 10:00-დან 18:00-მდე. 1 საათი შესვენება. ხელფასი: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** მონიტორინგი და რეაგირება: ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის (ხეები, ბუჩქები, ყვავილები, გაზონები) და სარწყავი სისტემის მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება. ** ინფორმირება: ნებისმიერი სახის დაზიანების ან პრობლემის აღმოჩენისთანავე ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვის. ** სეზონური სამუშაოები: გამწვანებასთან, ნიადაგის მომზადებასა და მცენარეთა გადარგვასთან დაკავშირებული სეზონური აქტივობების განხორციელება. ** დარგვა და თესვა: ნერგების, ბუჩქების, ხე-მცენარეებისა და ყვავილების დარგვა, თესვა და მათი შემდგომი მოვლა. ** გაზონის მოვლა: ბალახის რეგულარული გათიბვა, გაზონების გაკრეჭა და მათი ესთეტიკური იერსახის შენარჩუნება. ** აგროტექნიკური სამუშაოები: ნიადაგის დამუშავება/დაბარვა, მინერალური სასუქების შეტანა და მცენარეების დროული, სისტემატური მორწყვა. ** მცენარეთა დაცვა: მცენარეების გაწმენდა, დაბელვა, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება. ** ინვენტარის მოვლა: სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლა, შენახვა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი შეკეთება. ** ტერიტორიის დასუფთავება: სამუშაო პროცესში და მისი დასრულებისას მწვანე ნარჩენებისგან სამუშაო ტერიტორიის დასუფთავება. უსაფრთხოების სპეციფიკური წესები (ზოოპარკის გარემო): ** ვოლიერებთან მუშაობა: მცენარეების მოვლა უშუალოდ ვოლიერებში ან მათ მიმდებარედ ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი კურატორის/მომვლელის ნებართვით და თანხლებით. ** ინვენტარის უსაფრთხოება: სამუშაო იარაღების (სეკატორი, ცელი, ხერხი) ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვება კატეგორიულად აკრძალულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველთა დაზიანება. ** ცხოველებთან კონტაქტი: მკაცრად აკრძალულია ცხოველებთან თვითნებური მიახლოება, მათი კვება ან შეწუხება ხმაურიანი ტექნიკით (მაგ. ბალახის საკრეჭით) ვოლიერებთან ახლოს, კურატორთან შეთანხმების გარეშე. ** მავნე მცენარეების კონტროლი: ცხოველებისთვის მომწამვლელი ან ალერგიული მცენარეების დროული იდენტიფიცირება და ვოლიერების პერიმეტრიდან მოცილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება აგრონომიის, მემცენარეობის ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად). ** გამოცდილება: მებაღედ ან გამწვანების სფეროში მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესობად). ** ცოდნა: მცენარეთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების, სასუქების გამოყენებისა და სარწყავი სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა. ** უნარები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან (ბენზოხერხი, სათიბი მანქანა) მუშაობის გამოცდილება და ფიზიკური გამძლეობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: marina.kurtanidze@yahoo.com.

განაცხადის გაგზავნა →