← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

უნო გრუპი

კომპანია "უნო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში; ** ვიზიტის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება; ** საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა; ** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ.: მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება; ** სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება; ** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; ** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე; ** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი; ** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ საბონუსე სისტემას; ** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას. გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით (CV) მისამართზე: company@unogroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 591 36 84 84

განაცხადის გაგზავნა →