← ყველა ვაკანსია

სავაჭრო აგენტი

გაგრა პლუსი

საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სავაჭრო აგენტი. აღწერა: ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მოვალეობები: ** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; ** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; ** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი; ** დებიტორების კონტროლი და ანალიზი; ** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება; ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა; ** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება. მოთხოვნები: ** ადგილობრივი თელავიდან ან თელავის მიმდებარე ტერიტორიიდან; ** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა (იპოთეკა); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობიანი; ** შრომისმოყვარე; ** გუნდურად მომუშავე. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე: Davit.Baliashvili@gplus.ge, Shalva.Andriadze@gplus.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) სავაჭრო აგენტი. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →